CO2 ლაზერი ინოვაციური პროცედურაა, რომელიც იყენებს ნახშირორჟანგის ლაზერს კანის განახლებისა და რეგენერაციისთვის. ტექნოლოგია განსაკუთრებით ეფექტურია სხვადასხვა კანის პრობლემის მოსაგვარებლად, მათ შორის ნაოჭების, ნაწიბურების, პიგმენტური ლაქებისა და სტრუქტურის გაუმჯობესებისთვის.
რა შედეგი აქვს CO2 ლაზერს?
სხეულის რა ზონებზე ტარდება CO2 ლაზერი?
CO2 ლაზერი გამოიყენება სხეულის იმ ადგილებში, სადაც აუცილებელია კანის სტრუქტურის გაუმჯობესება: სახე, კისერი, დეკოლტე, ხელები.
რამდენ პროცედურას მოიცავს კურსი/რამდენ ხანში ერთხელ არის რეკომენდირებული პროცედურის ჩატარება?
CO2 ლაზერის შედეგი შესამჩნევია პირველივე სეანსის შემდეგ, თუმცა საუკეთესო ეფექტის მისაღწევად რეკომენდებულია 1-3 პროცედურა.
Venus Viva არის ინოვაციური, მულტიფუნქციური აპარატი, რომელიც გამოიყენება კანის გასაუმჯობესებლად და გაახალგაზრდავებისთვის. ეს არის მიკრონიდლინგისა და ნანოფრაქციული რადიოტალღების კომბინაცია, რომელიც ეფექტურად მოქმედებს კანის ტექსტურაზე, ტონუსზე და აშორებს სხვადასხვა ტიპის ნაკლოვანებებს.
რა შედეგი აქვს Venus Viva-ს?
სხეულის რა ზონებზე ტარდება Venus Viva?
Venus Viva გამოიყენება სხეულის იმ ადგილებში, სადაც კანის სტრუქტურის გაუმჯობესებაა საჭირო:
სახე, კისერი, დეკოლტე, სხეული.
რამდენ პროცედურას მოიცავს კურსი/რამდენ ხანში ერთხელ არის რეკომენდირებული პროცედურის ჩატარება?
Venus Viva-ს კურსი საშუალოდ მოიცავს 3-4 პროცედურას და 4-6 კვირის ინტერვალით. ზუსტი რაოდენობა და ინტერვალი დამოკიდებულია პაციენტის ინდივიდუალურ საჭიროებებზე, კანის მდგომარეობასა და სასურველ შედეგზე.
ქიმიური პილინგი კანის განახლებაზე მიმართული პროცედურაა, რომელიც სპეციალური ქიმიური ხსნარების საშუალებით ხსნის ზედაპირული უჯრედების ფენას, რითიც ხელს უწყობს კანის გაწმენდასა და რეგენერაციას.
რა შედეგი აქვს ქიმიურ პილინგს?
სხეულის რა ზონებზე ტარდება ქიმიური პილინგი?
ქიმიური პილინგი ტარდება იმ ადგილებში, სადაც აუცილებელია კანის ტექსტურის და ტონუსის გაუმჯობესება:
სახე, კისერი, დეკოლტე, ხელები.
რამდენ პროცედურას მოიცავს კურსი?
ქიმიური პილინგის კურსი საშუალოდ მოიცავს 3-6 პროცედურას და ტარდება 2-4 კვირის ინტერვალით. ზუსტი რაოდენობა და ინტერვალი დამოკიდებულია კანის მდგომარეობაზე, გამოყენებული ქიმიური ნივთიერებების სიმძლავრესა და სასურველ შედეგზე. მიღებული ეფექტის გასამყარებლად, რეკომენდებულია მზისგან დამცავი საშუალებების რეგულარული გამოყენება.
მიკრონიდლინგი ინოვაციური პროცედურაა, რომლის დროსაც გამოიყენება მიკრო ნემსები კანის ზედაპირის გასაწმენდად და რეგენერაციის სტიმულირებისთვის. პროცედურა კანის დაზიანების გარეშე აღადგენს ბუნებრივი რეგენერაციის პროცესს, აძლიერებს კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავებას, რაც შემდგომ უკვე ხელს უწყობს კანის გამკვრივებასა და გაახალგაზრდავებას.
რა შედეგი აქვს მიკრონიდლინგს?
სხეულის რა ზონებზე ტარდება მიკრონიდლინგი?
მიკრონედლინგი შეიძლება ჩატარდეს კანის იმ ადგილებში, სადაც აუცილებელია
მისი ტექსტურის გაუმჯობესება: სახე, კისერი, დეკოლტე.
რამდენ პროცედურას მოიცავს კურსი/რამდენ ხანში ერთხელ არის რეკომენდირებული პროცედურის ჩატარება?
მიკრონიდლინგის კურსი საშუალოდ მოიცავს 3-6 პროცედურას და ტარდება 4-6 კვირის ინტერვალით. სეანსების ზუსტი რაოდენობა და ინტერვალი დამოკიდებულია პაციენტის კანის მდგომარეობაზე და სასურველ შედეგზე. მიღებული ეფექტის შესანარჩუნებლად, რეკომენდებულია განმეორებითი სეანსების ჩატარება რამდენიმე თვეში ერთხელ, ასევე მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენება და ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა.