Venus Versa - სახის გაახალგაზრდავება

Venus Versa არის ინოვაციური, არაინვაზიური ტექნოლოგია, რომელიც იყენებს მრავალფუნქციურ სისტემას კანის ტექსტურის, ტონუსისა და ელასტიურობის გასაუმჯობესებლად. პროცედურის საფუძველს წარმოადგენს ინტენსიური პულსური სინათლის (IPL) და მულტიპოლარული რადიოსიხშირული (RF) ენერგიის კომბინაცია, რაც კანს უბრუნებს ახალგაზრდულ იერს.

რა შედეგი აქვს?

  • კანის ტექსტურის გაუმჯობესება
  • ნაოჭებისა და წვრილი ხაზების შესამჩნევი შემცირება
  • კანის ტონუსისა და ელასტიურობის აღდგენა
  • კანის ტონის გათანაბრება, პიგმენტური ლაქებისა და მინიმალური დეფექტების დამუშავება

რამდენ პროცედურას მოიცავს კურსი/რამდენ ხანში ერთხელ არის რეკომენდირებული პროცედურის ჩატარება?

სახის გაახალგაზრდავების სრული კურსი საშალოდ მოიცავს 3-6 პროცედურას, რომლებიც ტარდება 2-4 კვირის ინტერვალით. პროცედურების რაოდენობა და ინტერვალი დამოკიდებულია პაციენტის კანის მდგომარეობასა და ექიმის რეკომენდაციებზე.

Venus Versa-ს ჩვენებები

  • ასაკობრივი ნიშნები: წვრილი ნაოჭები, ელასტიურობის დაკარგვა
  • კანის ტექსტურული პრობლემები: გაფართოებული ფორები, მუქი ლაქები, არაერთგვაროვანი ტონი
  • გაუფერული კანი