RF ლ​იფტინგი

RF (რადიოსიხშირული) ლიფტინგი არის აპარატული, არაინვაზიური პროცედურა, რომელიც გამოიყენებს რადიოტალღების ენერგიას კანის ღრმა შრეებზე ზემოქმედებისთვის. ეს ენერგია ასტიმულირებს კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავებას, რის შედეგადაც კანი ხდება უფრო მკვრივი, ელასტიური და გლუვი.

რა შედეგი აქვს RF ლიფტინგს?

  • კანის ტონუსისა და ელასტიურობის გაუმჯობესება
  • წვრილი ნაოჭების შესამჩნევი შემცირება
  • სახისა და ყელის ოვალის გაუმჯობესება
  • გლუვი, ბზინვარე იერის აღდგენა

სხეულის რა ზონებზე ტარდება RF ლიფტინგი?

RF ლიფტინგი შეიძლება განხორციელდეს ისეთ ადგილებში, სადაც შესამჩნევია კანის დაცვენა, ელასტიურობის დაკარგვა ან წვრილი ნაოჭების წარმოქმნა, როგორიცაა:     
სახე, კისერი, დეკოლტე, სხეული.

რამდენ პროცედურას მოიცავს კურსი/რამდენ ხანში ერთხელ არის რეკომენდირებული პროცედურის ჩატარება?

RF ლიფტინგის კურსი მოიცავს 4-6 პროცედურას, რომლებიც ტარდება 1-2 კვირის ინტერვალით. ზუსტი რაოდენობა და ინტერვალები დამოკიდებულია პაციენტის კანის მდგომარეობაზე და სასურველ შედეგებზე. მიღებული ეფექტის შენარჩუნების მიზნით, რეკომენდებულია განმეორებითი სეანსების ჩატარება რამდენიმე თვეში ერთხელ, ასევე ჯანსაღი ცხოვრების სტილის დაცვა.

RF ლიფტინგის ჩვენებები

  • ასაკობრივი ნიშნები: წვრილი ნაოჭები, ელასტიურობის დაკარგვა
  • კანის ტონუსის დაკარგვა
  • ნიკაპისა და ყელის ოვალის ფორმის დაკარგვა
  • კანის ერთგვაროვანი ტექსტურის აღდგენის საჭიროება