კრიოლიპოლიზი არაინვაზიური პროცედურაა, რომელიც იყენებს ცივი ტემპერატურის ზემოქმედებას ცხიმოვანი უჯრედების დაშლისთვის. ეს არის ეფექტური მეთოდი სხეულის ცხიმის შესამცირებლად ქირურგიული ჩარევის გარეშე. პროცედურა მიმართულია პრობლემურ ზონებში ჩამჯდარი ცხიმის მოშორებასა და სხეულის ფორმის გაუმჯობესებაზე.
რა შედეგი აქვს კრიოლიპოლიზს?
მცირდება ლოკალურად ჩამჯდარი ცხიმი
გამოიკვეთება სხეულის კონტურები
მცირდება სხეულის მოცულობა
შედეგები ნარჩუნდება გრძელვადიან პერსპექტივაში, განსაკუთრებით სათანადო კვებისა და ფიზიკური აქტივობის ფონზე
სხეულის რა ზონებზე ტარდება კრიოლიპოზი?
კრიოლიპოლიზი შესაძლებელია ჩატარდეს სხვადასხვა ზონებზე, როგორიცაა: მუცელი, თეძოები, წელი, ზედა მკლავები, დუნდულები.
რამდენ პროცედურას მოიცავს კურსი/რამდენ ხანში ერთხელ არის რეკომენდირებული პროცედურის ჩატარება?
კრიოლიპოლიზის კურსი საშუალოდ მოიცავს 1-3 პროცედურას. პროცედურები ტარდება რამდენიმეკვირიანი ინტერვალით. პროცედურების რაოდენობას, ინტერვალს და განმეორებით კურსს, საჭიროებიდან გამომდინარე, ნიშნავს დერმატო-კოსმეტოლოგი.
კრიოლიპოლიზის ჩვენებები
კრიოლიპოლიზი რეკომენდებულია თუ გსურთ:
ლოკალურად დაგროვილი ცხიმის შემცირება ქირურგიული ჩარევის გარეშე
ვერ აღწევთ სასურველ შედეგს სწორი კვებით და ვარჯიშით