მეზოთერაპია

მეზოთერაპია ინექციური პროცედურაა, რომელიც გულისხმობს სპეციალური სამკურნალო კოქტეილების კანში შეყვანას პაციენტის საჭიროების მიხედვით. პროცედურისთვის გამოიყენება ვიტამინები, მინერალები, ამინომჟავები და სხვა სასარგებლო ნივთიერებები, რომლებიც კანისთვის აუცილებელია ელასტიურობის შესანარჩუნებლად.

რა შედეგი აქვს მეზოთერაპიას?

მეზოთერაპიის შედეგად კანი ხდება უფრო ჯანსაღი, დატენიანებული და ელასტიური.

  • პროცედურა ამცირებს წვრილ ნაოჭებს და აგლუვებს კანის ზედაპირს
  • აუმჯობესებს კანის სტრუქტურას, ტონსა და ფერს
  • ხელს უწყობს ანთებითი პროცესების ჩაცხრობას კანზე და ნაწიბურების გასადავებას
  • ზრდის კანის საერთო სიჯანსაღეს და კანს აძლევს ახალგაზრდულ იერს

სხეულის რა ზონებზე ტარდება მეზოთერაპია?

ასევე გამოიყენება სხეულის სხვა ზონებზე, სადაც საჭიროა კანის სტრუქტურის გაუმჯობესება და ელასტიურობის აღდგენა (მაგალითად თეძოები, ბარძაყები). 
 სახე, კისერი, დეკოლტე, კისერი.

რამდენ პროცედურას მოიცავს კურსი/რამდენ ხანში ერთხელ არის რეკომენდირებული პროცედურის ჩატარება?

მეზოთერაპიის კურსი საშუალოდ მოიცავს 4-6 პროცედურას, რომლებიც ტარდება 1-2 კვირის ინტერვალით. ზუსტი რაოდენობა და ინტერვალი დამოკიდებულია პაციენტის კანის მდგომარეობაზე და დერმატო-კოსმეტოლოგის რეკომენდაციებზე. 

მიღებული შედეგების შესანარჩუნებლად რეკომენდებულია განმეორებითი სეანსების ჩატარება 3-6 თვეში ერთხელ, ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე.

მეზოთერაპიის ჩვენებები

მეზოთერაპია რეკომენდებულია შემდეგი ჩვენებების დროს:

  • კანის გამოშრობა და ელასტიურობის დაკარგვა
  • წვრილი ნაოჭები და დაბერების პირველადი ნიშნები
  • პიგმენტური ლაქები და არაერთგვაროვანი ფერი
  • აკნეს შემდგომი ნაწიბურები, ანთებითი პროცესები და ფორების გაფართოება
  • ცხიმოვანი ნადები ან ცელულიტის პირველი ნიშნები, სადაც მეზოთერაპია ხელს უწყობს მიკროცირკულაციის გაუმჯობესებასა და ცხიმის დაშლას.