კავი​ტაცია

კავიტაცია ინოვაციური, არაინვაზიური პროცედურაა, რომელიც ცხიმოვანი უჯრედების დასაშლელად და მათი ორგანიზმიდან ბუნებრივად გამოდევნისთვის ულტრაბგერით ტალღებს იყენებს. პროცედურა ეფექტურად მუშაობს პრობლემურ ზონებზე და პაციენტს ეხმარება გაიუმჯობესოს სხეულის ფორმები ქირურგიული ჩარევის გარეშე, სრულიად უმტკივნეულოდ და უსაფრთხოდ. 

რა შედეგი აქვს კავიტაციას?

  • ჩამჯდარი ცხიმის შემცირება პრობლემურ ზონებში (მუცელი, ბარძაყები, წელის მიდამო)
  • სხეულის კონტურის გაუმჯობესება
  • გარშემოწერილობის შემცირება ქირურგიული ჩარევის გარეშე
  • კანის ტექსტურის გაუმჯობესება, ელასტიურობის აღდგენა

სხეულის რა ზონებზე ტარდება კავიტაცია?
კავიტაცია ტარდება სხეულის შემდეგ უბნებზე:
თეძპები, დუნდულები, უკან, ხელები.

რამდენ პროცედურას მოიცავს კურსი/რამდენ ხანში ერთხელ არის რეკომენდირებული პროცედურის ჩატარება?

კავიტაციის კურსი საშალოდ მოიცავს 6-10 პროცედურას, რომლებიც ტარდება 1-2 კვირის ინტერვალით. პროცედურების ზუსტი რაოდენობა დამოკიდებულია პაციენტის ინდივიდუალურ მოთხოვნებსა და ორგანიზმის თავისებურებებზე. მიღებული შედეგების შესანარჩუნებლად, რეკომენდებულია სეანსების გამეორება რამდენიმე თვეში ერთხელ, ასევე ჯანსაღი კვების რეჟიმისა და ფიზიკური აქტივობის შენარჩუნება.

კავიტაციის ჩვენებები

  • ლოკალურად ჩამჯდარი ცხიმი, რომელიც ძნელად ექვემდებარება დიეტასა და ვარჯიშს
  • სხეულის კონტურის გაუმჯობესების სურვილი, ქირურგიული ჩარევის გარეშე
  • გარშემოწერილობის შემცირება პრობლემურ ზონებში
  • კანის სტრუქტურისა და ელასტიურობის გაუმჯობესების სურვილი