✔ რომელ ექიმთან უნდა ჩავეწერო პირველადი კონსულტაციისთვის? პირველადი კონსულტაციისთვის უნდა მიმართოთ დერმატო-კოსმეტოლოგს, რომელიც შეაფასებს კანის, თმის ან სხეულის მდგომარეობას და შემოგთავაზებთ ინდივიდუალურ მკურნალობის გეგმას.
✔ რამდენი დრო სჭირდება თითოეულ პროცედურას? პროცედურის ხანგრძლივობა საშუალოდ 20-60 წუთის განმავლობაში გრძელდება. აპარატული და ინექციური პროცედურები უმეტესწილად სწრაფად სრულდება და არ საჭიროებს დიდ აღდგენით პერიოდს. ✔ რომელი ქვეყნის პრეპარატებს იყენებთ? კანი ესთეტიკში ვიყენებთ მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ევროპულ და ამერიკულ პრეპარატებს, რომლებიც უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისია, რაც საუკეთესო შედეგებისა და მაქსიმალური უსაფრთხოების გარანტიას იძლევა.
✔ რა პროცედურები ტარდება კანი ესთეტიკში? ჩვენ გთავაზობთ ფართო სპექტრის მომსახურებას, რომ მოვახდინოთ სახის და სხეულის მოდელირება, გავაუმჯობესოთ კანის ტექსტურა და ხელი შევუწყოთ მის რეგენერაციასა და გაახალგაზრდავებას:
● ინექციური პროცედურები - სწრაფი და უსაფრთხო შედეგისთვის
● აპარატული პროცედურები - თანამედროვე მიდგომა ახალგაზრდული იერისთვის
● სპეციალიზებული მოვლა და მკურნალობა - ინდივიდუალური მიდგომა საუკეთესო შედეგისთვის
✔ როგორ უნდა მოვემზადო პროცედურისთვის? პროცედურამდე მნიშვნელოვანია ექიმის რეკომენდაციების დაცვა. ზოგიერთ შემთხვევაში საჭიროა კანის, თმის ან სხეულის დასვენება კოსმეტიკური პროდუქტებისგან. ლაზერული და ინექციური პროცედურების წინ, სასურველია მზისგან თავის არიდება.
✔ რამდენად უსაფრთხოა აპარატული და ინექციური პროცედურები? ყველა პროცედურა ტარდება თანამედროვე, სერტიფიცირებული ტექნოლოგიების გამოყენებით და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების დაცვით. პროცედურებს ატარებენ გამოცდილი ექიმები, რაც პროცედურას უსაფრთხოს ხდის.
✔ რამდენად მტკივნეულია პროცედურები? შესაძოა გარკვეულ პროცედურას თან ახლდეს მინიმალური დისკომფორტი. ლაზერული, ინექციური და აპარატული მეთოდები თანამედროვე გაუტკივარების ტექნოლოგიებით სრულდება, რაც უზრუნველყოფს მაქსიმალურ კომფორტს.
✔ რა განსხვავებაა ბოტოქსსა და ფილერებს შორის? ბოტოქსი გამოიყენება მიმიკური ნაოჭების გასასწორებლად, კუნთების დროებითი მოდუნებით, ხოლო ფილერები - კანის მოცულობის აღსადგენად და კონტურის გასაუმჯობესებლად.
✔ რამდენ ხანში ჩანს ბოტოქსის შედეგი და რამდენ ხანს ნარჩუნდება? ბოტოქსის ეფექტი შესამჩნევია 3-7 დღეში და ნარჩუნდება 4-6 თვის განმავლობაში.
✔ რამდენი ხანში ერთხელ არის საჭირო ფილერების განახლება? ფილერების ეფექტი გრძელდება 6-18 თვემდე, ინდივიდუალური თავისებურებებიდან გამომდინარე.
✔ რა განსხვავებაა მეზოთერაპიასა და ბიორევიტალიზაციას შორის? მეზოთერაპია უზრუნველყოფს ვიტამინებით და მინერალებით კანის კვებას, ხოლო ბიორევიტალიზაცია კანის ღრმა დატენიანებას და გაახალგაზრდავებას ჰიალურონის მჟავის საშუალებით.
✔ როგორია CO₂ ლაზერის რეაბილიტაციის პერიოდი? CO₂ ლაზერის შემდეგ აღდგენა დამოკიდებულია ზონასა და ინტენსივობაზე. საშუალოდ 7-10 დღე სჭირდება კანის სრულად განახლებას.
✔ რამდენი სეანსია საჭირო CO₂ ლაზერის სრული ეფექტისთვის? პროცედურის რაოდენობა ინდივიდუალურია. საშუალოდ საჭიროა 1-3 პროცედურა, რაც დამოკიდებულია კანის მდგომარეობასა და მიზანზე.
✔ რამდენად უსაფრთხოა RF ლიფტინგი? RF ლიფტინგი სრულიად უსაფრთხო და არაინვაზიური პროცედურაა, რომელიც არ საჭიროებს აღდგენით პერიოდს.
✔ რამდენად მტკივნეულია Soprano ICE Platinum ეპილაცია? ეპილაცია უმტკივნეულოა, რადგან აპარატი იყენებს ინოვაციურ გაგრილების ტექნოლოგიას, რაც უზრუნველყოფს კომფორტულ და ეფექტურ პროცედურას.
✔ რით განსხვავდება თმის პლაზმოთერაპია და მეზოთერაპია? პლაზმოთერაპია იყენებს თავად პაციენტის პლაზმას თმის ფოლიკულების სტიმულირებისთვის, ხოლო მეზოთერაპია – ვიტამინებისა და მინერალების კოქტეილს თმის გაძლიერებისთვის.
✔ რამდენი სეანსია საჭირო თმის ცვენის შესაჩერებლად? სრული ეფექტისთვის, საშუალოდ საჭიროა 4-6 პროცედურა 2-4 კვირის ინტერვალით.
✔ რისთვის გამოიყენება Tricho LAB დიაგნოსტიკა? Tricho LAB დიაგნოსტიკა ზუსტად განსაზღვრავს თმისა და თავის კანის მდგომარეობას, რაც ექიმს ეხმარება ინდივიდუალური მკურნალობის შერჩევაში.
✔ რამდენად ეფექტურია ლიპოლიტიკები ცხიმის დაშლისთვის? ლიპოლიტიკები მიზანმიმართულად შლიან ცხიმოვან უჯრედებს და ხელს უწყობენ მათ ბუნებრივ გამოყოფას ორგანიზმიდან. შედეგი შესამჩნევია 2-3 სეანსის შემდეგ.
✔ რამდენი პროცედურაა საჭირო კავიტაციისთვის? პროცედურის რაოდენობა ინდივიდუალურად განისაზღვრება. საშუალოდ, საჭიროა 6-10 სეანსი, თითოეული 7-10 დღეში ერთხელ.
✔ რამდენ ხანში იწყებს ორგანიზმი ცხიმის დაშლას კრიოლიპოლიზის შემდეგ? ცხიმოვანი უჯრედების დაშლის პროცესი იწყება პროცედურიდან 2-3 კვირაში და სრული შედეგი ჩანს 2-3 თვეში.
✔ რისთვის გამოიყენება Visia 3D კანის დიაგნოსტიკა? Visia 3D სკანერი ახორციელებს კანის დეტალურ ანალიზს, აფიქსირებს ფორებს, პიგმენტაციას, ნაოჭებს და სიღრმისეულ პრობლემებს.
✔ რამდენად ხშირად უნდა ჩავიტარო კანის დიაგნოსტიკა? რეკომენდირებულია 6-12 თვეში ერთხელ, განსაკუთრებით მკურნალობის პროცესის გასაკონტროლებლად.
✔ რამდენად ეფექტურია ბოტოქსი ოფლიანობის შესამცირებლად? ბოტოქსი დროებით ბლოკავს ოფლის ჯირკვლების აქტივობას, რის შედეგადაც ოფლიანობა მნიშვნელოვნად მცირდება 4-6 თვის განმავლობაში.
✔ რომელი ზონების მკურნალობაა შესაძლებელი ჭარბი ოფლიანობის დროს? პროცედურა ტარდება იღლიებში, ხელისგულებსა და ტერფებზე, სადაც ოფლის ჭარბი გამოყოფა პრობლემას წარმოადგენს.