რა შედეგი აქვს ქიმიურ პილინგს?
- კანის ზედაპირის განახლება: მკვდარი უჯრედების მოცილება აუმჯობესებს კანის ტექსტურას
- წვრილი ნაოჭებისა და მცირე დეფექტების შესამჩნევი შემცირება
- პიგმენტური ლაქების გაღიავება და კანის ტონის გათანაბრება
- ფორების შევიწროება და ცხიმოვანი ბალანსის მოწესრიგება
- კანის ელასტიურობისა და სიმკვრივის გაძლიერება
სხეულის რა ზონებზე ტარდება ქიმიური პილინგი?
ქიმიური პილინგი ტარდება იმ ადგილებში, სადაც აუცილებელია კანის ტექსტურის და ტონუსის გაუმჯობესება:
სახე, კისერი, დეკოლტე, ხელები.