ფილერი

ფილერი არის კანის კონტურისა და მოცულობის გამამკვრივებელი პროცედურა, რომელიც შეიცავს ჰიალურონის მჟავას ან სხვა ბუნებრივად თავსებად ნივთიერებებს. ფილერი გამოიყენება სახის ზონებში მოცულობის დასამატებლად, ნაოჭების შესამცირებლად და კონტურების გამოსაკვეთად.

რა შედეგი აქვს?

ბოტოქსი ეფექტურად ებრძვის თვალის ირგვლივ, წარბებს შორის და შუბლზე არსებულ ნაოჭებს. ეფექტი შესამჩნევი ხდება 24-72 საათის შემდეგ. საბოლოო შედეგი მიიღწევა 7-14 დღის შემდეგ.

სხეულის რა ზონებზე ტარდება ფილერი?

ფილერი ყველაზე ხშირად კეთდება შემდეგ ზონებზე:
ტუჩები (მოცულობის გაზრდა, ფორმის გაუმჯობესება)
ყვრიმალები (მოცულობის აღდგენა, კონტურის დახვეწა)
ნიკაპი და ქვედა ყბის ზონა (სახის ოვალის გაუმჯობესება)
ცხვირ-ტუჩის ნაოჭები და სხვა ღრმა ხაზები

რამდენ ხანში ერთხელ არის რეკომენდებული პროცედურის ჩატარება?

ფილერების მოქმედების ხანგრძლივობა ჩვეულებრივ 6-18 თვემდეა, რაც დამოკიდებულია გამოყენებული პრეპარატის ტიპსა და პაციენტის ინდივიდუალურ თავისებურებებზე. ეფექტის შენარჩუნების მიზნით, განმეორებითი პროცედურის ჩატარება რეკომენდებულია შედეგის შესუსტებისთანავე, ან ექიმის მიერ განსაზღვრული პერიოდულობით.

ფილერის ჩვენებები

ფილერი რეკომენდებულია შემდეგი ჩვენებების დროს:

  • გსურთ ტუჩების, ყვრიმალების ან ნიკაპის ფორმის გაუმჯობესება
  • გსურთ ოვალის გამოკვეთა და დაბალანსებული პროპორციების მიღწევა
  • გსურთ ცხვირ-ტუჩის ნაოჭის გასადავება.