პლაზმოთერაპია

პლაზმოთერაპია (PRP) ინოვაციური ბიორეგენერაციული პროცედურაა, რომლის დროსაც გამოიყენება თავად პაციენტის სისხლიდან აღებული, პლაზმით გამდიდრებული თრომბოციტები. 
პროცედურა ხელს უწყობს კანის შიდა შრეების აღდგენის პროცესს, კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავების სტიმულირებას - აუმჯობესებს კანის სტრუქტურას და ელასტიურობას.

რა შედეგი აქვს პლაზმოთერაპიას?

  • ამცირებს წვრილ ნაოჭებს
  • აუმჯობესებს ტექსტურას
  • ამცირებს ანთებით პროცესებსა და პიგმენტურ ლაქებს

სხეულის რა ზონებზე ტარდება პლაზმოთერაპია?

პლაზმური თერაპია ტარდება შემდეგ სფეროებში:
სახე, კისერი, დეკოლტე, ხელები, სკალპი.

რამდენ პროცედურას მოიცავს კურსი/რამდენ ხანში ერთხელ არის რეკომენდირებული პროცედურის ჩატარება?

პლაზმოთერაპიის კურსი საშალოდ მოიცავს 3-4 პროცედურას და ტარდება 3-4 კვირის ინტერვალით, დერმატო-კოსმეტოლოგის დანიშნულების მიხედვით. მიღებული შედეგების შენარჩუნებისათვის რეკომენდებულია განმეორებითი სეანსების ჩატარება 6-12 თვეში ერთხელ, ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე.

პლაზმოთერაპიის ჩვენებები

პლაზმოთერაპიის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგი ჩვენებების დროს:

  • კანის დაბერების პირველი ნიშნები: წვრილი ნაოჭები, ელასტიურობის შემცირება, ტონის დაკარგვა
  • აკნესა შემდგომი ნაწიბურები: პლაზმოთერაპია ხელს უწყობს ნაწიბურების გაფერმკრთალებას, კანის ერთგვაროვანი ტექსტურის აღდგენას და ფორების შევიწროებას
  • პიგმენტური ლაქები: პროცედურა ამცირებს ჰიპერპიგმენტაციას
  • კანის ანთებითი პროცესები: ხელს უწყობს კანის რეგენერაციას, ანთებითი პროცესის ჩაცხრობას და უჯრედული აღდგენის გააქტიურებას

ზემოთ აღნიშნული ჩვენებები შეიძლება განსხვავდებოდეს პაციენტის ინდივიდუალური მდგომარეობის მიხედვით. საბოლოო გადაწყვეტილებას პროცედურის ჩატარების შესახებ იღებს დერმატო-კოსმეტოლოგი.