Cellbooster Glow არის ინოვაციური ბიორევიტალიზაციის კოქტეილი, რომელიც განკუთვნილია კანის ბზინვარებისა და გაჯანსაღებისათვის. პროდუქტი შეიცავს სასარგებლო ვიტამინებს, ანტიოქსიდანტებსა და ჰიალურონის მჟავას, რაც უზრუნველყოფს კანის ღრმა დატენიანებას, გაწმენდასა და აღდგენას.
რა შედეგი აქვს Cellbooster Glow-ს?
კანის ღრმა დატენიანება და ელასტიურობის გაუმჯობესება
ტონის გათანაბრება და პიგმენტური ლაქების შესამჩნევი შემცირება
ბზინვარების აღდგენა
წვრილი ნაოჭების შერბილება და კანის საერთო ტექსტურის გაუმჯობესება
რა ზონებზე ტარდება Cellbooster Glow?
Cellbooster Glow გამოიყენება სხეულის იმ ადგილებში, სადაც შეინიშნება ელასტიურობის ნაკლებობა: სახე, კისერი, დეკოლტე, ხელები.
რამდენ პროცედურას მოიცავს კურსი/რამდენ ხანში ერთხელ არის რეკომენდირებული პროცედურის ჩატარება?
Cellbooster Glow-ს კურსი საშუალოდ მოიცავს 3-4 პროცედურას, რომლებიც ტარდება 2-4 კვირის ინტერვალით. პროცედურების რაოდენობა და ინტერვალი დამოკიდებულია კანის ინდივიდუალურ მდგომარეობასა და სასურველ შედეგზე.
ჩვენებები
გამომშრალი კანი, რომელსაც აკლია ბზინვარება
არაერთგვაროვანი ტონი, პიგმენტური ლაქები და ზედაპირული ნაოჭები
ახალგაზრდული, ჯანსაღი იერის შენარჩუნების ან აღდგენის სურვილი ქირურგიული ჩარევის გარეშე