Ve​nus Viva

Venus Viva არის ინოვაციური, მულტიფუნქციური აპარატი, რომელიც გამოიყენება კანის გასაუმჯობესებლად და გაახალგაზრდავებისთვის. ეს არის მიკრონიდლინგისა და ნანოფრაქციული რადიოტალღების კომბინაცია, რომელიც ეფექტურად მოქმედებს კანის ტექსტურაზე, ტონუსზე და აშორებს სხვადასხვა ტიპის ნაკლოვანებებს.

რა შედეგი აქვს Venus Viva-ს?

  • კანის ტექსტურის გაუმჯობესება: წვრილი ნაოჭებისა და ნაწიბურების შესამჩნევი შემცირება
  • ფორების შევიწროება და ტონის გათანაბრება
  • კანის ელასტიურობისა და სიმკვრივის აღდგენა
  • პიგმენტური ლაქების გაქრობა და ასაკობრივი ნიშანების გაუმჯობესება

სხეულის რა ზონებზე ტარდება Venus Viva?

Venus Viva გამოიყენება სხეულის იმ ადგილებში, სადაც კანის სტრუქტურის გაუმჯობესებაა საჭირო:
სახე, კისერი, დეკოლტე, სხეული.

რამდენ პროცედურას მოიცავს კურსი/რამდენ ხანში ერთხელ არის რეკომენდირებული პროცედურის ჩატარება?

Venus Viva-ს კურსი საშუალოდ მოიცავს 3-4 პროცედურას და 4-6 კვირის ინტერვალით. ზუსტი რაოდენობა და ინტერვალი დამოკიდებულია პაციენტის ინდივიდუალურ საჭიროებებზე, კანის მდგომარეობასა და სასურველ შედეგზე.

ჩვენებები

  • წვრილი ნაოჭები, აკნეს შემდგომი ნაწიბურები და არაერთგვაროვანი ტექსტურა
  • გაფართოებული ფორები და პიგმენტური ლაქები
  • კანის ტონუსის, ელასტიურობისა და ბზინვარების აღდგენის სურვილი ქირურგიული ჩარევის გარეშე