რა შედეგი აქვს ბოტულინო თერაპიას?
ბოტოქსი ეფექტურად ებრძვის თვალის ირგვლივ, წარბებს შორის და შუბლზე არსებულ ნაოჭებს. ეფექტი შესამჩნევი ხდება 24-72 საათის შემდეგ. საბოლოო შედეგი მიიღწევა 7-14 დღის შემდეგ.
სხეულის რა ზონებზე ტარდება ბოტულინო თერაპია?
ბოტულინო თერაპია შესაძლებელია ჩატარდეს სხვადასხვა ზონებზე, როგორიცაა:
შუბლი, წარბებს შორის, თვალების ირგვლივ, წარბები და ქუთუთოები, კისერი.
ბოტოქსის ჩატარებამდე საჭიროა კონსულტაცია დერმატო-კოსმეტოლოგთან, რათა გამოირიცხოს უკუჩვენებები და შეირჩეს ინდივიდუალური მიდგომა თითოეული პაციენტისთვის.