რამდენ პროცედურას მოიცავს კურსი/რამდენ ხანში ერთხელ არის რეკომენდირებული პროცედურის ჩატარება?
მიკრონიდლინგის კურსი საშუალოდ მოიცავს 3-6 პროცედურას და ტარდება 4-6 კვირის ინტერვალით. სეანსების ზუსტი რაოდენობა და ინტერვალი დამოკიდებულია პაციენტის კანის მდგომარეობაზე და სასურველ შედეგზე. მიღებული ეფექტის შესანარჩუნებლად, რეკომენდებულია განმეორებითი სეანსების ჩატარება რამდენიმე თვეში ერთხელ, ასევე მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენება და ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა.