Radiesse არის ინოვაციური შემავსებელი, რომელიც ცნობილია როგორც "ჭკვიანი ფილერი." პროცედურა განკუთვნილია კანის გაახალგაზრდავებისთვის და მისი ელასტიურობის გასაზრდელად. Radiesse ასტიმულირებს კოლაგენის სინთეზს და უზრუნველყოფს მოცულობის აღდგენას იმ ზონებში, სადაც კანი კარგავს სიმკვრივესა და ელასტიურობას. Radiesse საშუალებას გაძლევთ მიიღოთ უფრო მკვრივი, გლუვი და ახალგაზრდული იერი ქირურგიული ჩარევის გარეშე.
რა შედეგი აქვს Radiesse-ს?
სხეულის რა ზონებზე ტარდება Radiesse?
Radiesse ძირითადად გამოიყენება სახეზე:
მუცელი, ნიკაპი, ყბის ხაზი.
რამდენ პროცედურას მოიცავს კურსი/რამდენ ხანში ერთხელ არის რეკომენდირებული პროცედურის ჩატარება?
Radiesse-ის შედეგი ნარჩუნდება საშუალოდ 12-18 თვე. შედეგის შესანარჩუნებლად, რეკომენდებულია განმეორებითი ინექციები დაახლოებით წელიწადში ერთხელ. ექიმი დერმატო-კოსმეტოლოგი აფასებს მდგომარეობას და ამის მიხედვით ნიშნავს განმეორებით პროცედურას.
მეზოძაფები ინოვაციური პროცედურაა, რომელიც გულისხმობს კანში სპეციალური ძაფების შეყვანას კანის ლიფტინგისა და გამკვრივების მიზნით. პროცედურა აერთიანებს თანამედროვე ესთეტიკურ ტექნოლოგიებს და ბუნებრივი რეგენერაციის პროცესს, რაც ხელს უწყობს კანის გაახალგაზრდავებას.
რა შედეგი აქვს მეზოძაფებს?
რა ზონებზე ტარდება მეზოძაფები?
მეზოძაფების პროცედურა ძირითადად ტარდება შემდეგ ზონებზე:
ლოყები, ნიკაპი, კისერი.
საჭიროებიდან გამომდინარე, მეზოძაფების პროცედურა შესაძლოა ჩატარდეს სხეულის სხვა ზონებზეც, ლიფტინგისა და კანის გასამკვირვებლად.
რამდენ ხანში ერთხელ არის რეკომენდებული პროცედურის ჩატარება?
საბოლოო ეფექტი მიიღწევა პროცედურიდან რამდენიმე კვირაში, როცა ძაფები იწყებს კოლაგენის გამომუშავების სტიმულირებას. მიღებული ეფექტი ნარჩუნდება საშუალოდ 12-18 თვის განმავლობაში. აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდეგ შესაძლებელია პროცედურის განმეორებით ჩატარება, ეფექტის შესანარჩუნებლად.
ბოტოქსი (ბოტულინო ტოქსინი) ინექციური პროცედურაა, რომელიც გამოიყენება მიმიკური ნაოჭების გასასწორებლად და სახის ახალგაზრდული იერის შესანარჩუნებლად. პრეპარატი ახდენს კუნთების დროებით პარალიზებას, რაც ხელს უშლის ნაოჭების ფორმირებას და ამცირებს უკვე არსებული ნაოჭების სიღრმეს.
რა შედეგი აქვს ბოტულინო თერაპიას?
ბოტოქსი ეფექტურად ებრძვის თვალის ირგვლივ, წარბებს შორის და შუბლზე არსებულ ნაოჭებს. ეფექტი შესამჩნევი ხდება 24-72 საათის შემდეგ. საბოლოო შედეგი მიიღწევა 7-14 დღის შემდეგ.
სხეულის რა ზონებზე ტარდება ბოტულინო თერაპია?
ბოტულინო თერაპია შესაძლებელია ჩატარდეს სხვადასხვა ზონებზე, როგორიცაა:
შუბლი, წარბებს შორის, თვალების ირგვლივ, წარბები და ქუთუთოები, კისერი.
რა ასაკიდან არის რეკომენდებული ბოტოქსის ჩატარება?
ბოტოქსი რეკომენდებულია 30 წლის ასაკიდან, როდესაც პირველი მიმიკური ნაოჭი იწყებს გაჩენას. თუმცა, საჭროებიდან გამომდინარე, პროცედურა შეიძლება ჩატარდეს უფრო ადრეულ ასაკშიც.
რამდენი ხანი ნარჩუნდება ბოტოქსის ეფექტი?
ბოტოქსის ეფექტი ნარჩუნდება 4-8 თვის განმავლობაში. ეფექტის გასვლის შემდეგ შეგიძლიათ პროცედურის განმეორებით ჩატარება.
ბოტოქსის ჩატარებამდე საჭიროა კონსულტაცია დერმატო-კოსმეტოლოგთან, რათა გამოირიცხოს უკუჩვენებები და შეირჩეს ინდივიდუალური მიდგომა თითოეული პაციენტისთვის.
ფილერი არის კანის კონტურისა და მოცულობის გამამკვრივებელი პროცედურა, რომელიც შეიცავს ჰიალურონის მჟავას ან სხვა ბუნებრივად თავსებად ნივთიერებებს. ფილერი გამოიყენება სახის ზონებში მოცულობის დასამატებლად, ნაოჭების შესამცირებლად და კონტურების გამოსაკვეთად.
რა შედეგი აქვს?
ბოტოქსი ეფექტურად ებრძვის თვალის ირგვლივ, წარბებს შორის და შუბლზე არსებულ ნაოჭებს. ეფექტი შესამჩნევი ხდება 24-72 საათის შემდეგ. საბოლოო შედეგი მიიღწევა 7-14 დღის შემდეგ.
სხეულის რა ზონებზე ტარდება ფილერი?
ფილერი ყველაზე ხშირად კეთდება შემდეგ ზონებზე:
ტუჩები (მოცულობის გაზრდა, ფორმის გაუმჯობესება)
ყვრიმალები (მოცულობის აღდგენა, კონტურის დახვეწა)
ნიკაპი და ქვედა ყბის ზონა (სახის ოვალის გაუმჯობესება)
ცხვირ-ტუჩის ნაოჭები და სხვა ღრმა ხაზები
რამდენ ხანში ერთხელ არის რეკომენდებული პროცედურის ჩატარება?
ფილერების მოქმედების ხანგრძლივობა ჩვეულებრივ 6-18 თვემდეა, რაც დამოკიდებულია გამოყენებული პრეპარატის ტიპსა და პაციენტის ინდივიდუალურ თავისებურებებზე. ეფექტის შენარჩუნების მიზნით, განმეორებითი პროცედურის ჩატარება რეკომენდებულია შედეგის შესუსტებისთანავე, ან ექიმის მიერ განსაზღვრული პერიოდულობით.
RF (რადიოსიხშირული) ლიფტინგი არის აპარატული, არაინვაზიური პროცედურა, რომელიც გამოიყენებს რადიოტალღების ენერგიას კანის ღრმა შრეებზე ზემოქმედებისთვის. ეს ენერგია ასტიმულირებს კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავებას, რის შედეგადაც კანი ხდება უფრო მკვრივი, ელასტიური და გლუვი.
რა შედეგი აქვს RF ლიფტინგს?
სხეულის რა ზონებზე ტარდება RF ლიფტინგი?
RF ლიფტინგი შეიძლება განხორციელდეს ისეთ ადგილებში, სადაც შესამჩნევია კანის დაცვენა, ელასტიურობის დაკარგვა ან წვრილი ნაოჭების წარმოქმნა, როგორიცაა:
სახე, კისერი, დეკოლტე, სხეული.
რამდენ პროცედურას მოიცავს კურსი/რამდენ ხანში ერთხელ არის რეკომენდირებული პროცედურის ჩატარება?
RF ლიფტინგის კურსი მოიცავს 4-6 პროცედურას, რომლებიც ტარდება 1-2 კვირის ინტერვალით. ზუსტი რაოდენობა და ინტერვალები დამოკიდებულია პაციენტის კანის მდგომარეობაზე და სასურველ შედეგებზე. მიღებული ეფექტის შენარჩუნების მიზნით, რეკომენდებულია განმეორებითი სეანსების ჩატარება რამდენიმე თვეში ერთხელ, ასევე ჯანსაღი ცხოვრების სტილის დაცვა.
Venus Viva არის ინოვაციური, მულტიფუნქციური აპარატი, რომელიც გამოიყენება კანის გასაუმჯობესებლად და გაახალგაზრდავებისთვის. ეს არის მიკრონიდლინგისა და ნანოფრაქციული რადიოტალღების კომბინაცია, რომელიც ეფექტურად მოქმედებს კანის ტექსტურაზე, ტონუსზე და აშორებს სხვადასხვა ტიპის ნაკლოვანებებს.
რა შედეგი აქვს Venus Viva-ს?
სხეულის რა ზონებზე ტარდება Venus Viva?
Venus Viva გამოიყენება სხეულის იმ ადგილებში, სადაც კანის სტრუქტურის გაუმჯობესებაა საჭირო:
სახე, კისერი, დეკოლტე, სხეული.
რამდენ პროცედურას მოიცავს კურსი/რამდენ ხანში ერთხელ არის რეკომენდირებული პროცედურის ჩატარება?
Venus Viva-ს კურსი საშუალოდ მოიცავს 3-4 პროცედურას და 4-6 კვირის ინტერვალით. ზუსტი რაოდენობა და ინტერვალი დამოკიდებულია პაციენტის ინდივიდუალურ საჭიროებებზე, კანის მდგომარეობასა და სასურველ შედეგზე.